„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტყიბულში ჩაის პლანტაციები გაშენდა

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განარგძობს. ბანკის ფინანსური ჩართულობით შპს „ოკრიბამ“ ტყიბულში, 55 ჰ-ზე ჩაის პლანტაციები გააშენა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აგროპროექტის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ მხრიდან მიღებული დაფინანსებით კომპანიამ აგროტექნიკური ღონისძიებები განახორციელა და გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინა. გარდა ამისა, კომპანიამ ჩაის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, დაფინანსების ფარგლებში კომპანიამ შესაბამისი დაზგა დანადგარები შეიძინა, რომლებშიც ჩაის შრობა და დაფასოება ხდება. ჩაის გარდა აღნიშნული დანადგარებით ჩირის წარმოებაც არის შესაძლებელი.

კომპანიამ ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაის“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გრანტიც მიიღო. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 1,345,000 ლარი შეადგინა.

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს პროექტებს, რომელიც ადგილობრივი, ისტორიული მნიშვნელობის წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ტყიბული და ზოგადად საქართველო ცნობილი იყო მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებით და ეს კულტურის ნაწილი იყო. მოხარული ვართ, რომ ტყიბულში ეს ტრადიცია გრძელდება და შპს „ოკრიბამ“ შეიძინა 55 ჰა ჩაის პლანტაციები ტყიბულის რაიონში და მოახდინა ამ პლანტაციების რეაბილიტაცია. კომპანიამ ააშენა ქარხანა, აღჭურვა ის უახლესი დაზგა-დანადგარებით, დაიწყო ჩაის გადამუშავება და ახლა უკვე პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს ამ ისტორიულად მნიშვნელოვანი საქმის აღდგენაში“,- აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს