„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრებმა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან დამატებითი ღირებულების გადასახადის რეფორმა განიხილეს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა დამატებითი ღირებულების გადასახადის რეფორმა და საგადასახადო კოდექსში მიმდინარე წლის 14 ივლისს შეტანილი სხვა ცვლილებები განიხილეს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა ის უმთავრესი საკითხები, რომელიც ევროკავშირის დღგ-ს დირექტივაზე დაყრდნობით გაიზიარა ქართულმა კანონმდებლობამ. აღინიშნა ის ფაქტიც, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ბოლო ერთი წელია ინტენსიურ რეჟიმში განიხილებოდა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრ კომპანიებთან. ამასთან, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ წარმოდგენილი რეფორმის კანონქვემდებარე აქტებში იმპლემენტაცია ბიზნესთან უკვე დამკვიდრებული თანამშრომლობის რეჟიმში გაგრძელდეს.

შეხვედრაზე საუბარი დიალოგის ფორმით წარიმართა, შესაბამისად, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საგადასახადო-საბაჟო საკითხებზე.

„სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, განხორციელდა დღგ-ის რეფორმა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინერგება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკა, რაც იმის მანიშნებელია, რომ გამარტივდება პროცესები დღგ-ის ადმინისტრირების მიმართულებით, გაფართოვდება შეღავათების არეალი განათლების, სამედიცინო და სოციალური სფეროში, შემცირდება სადავო საკითხები აღნიშნული მიმართულებით და დაინერგება შიდა პროცედურები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების და პეცენდეტების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, რაც ვიმედოვნებთ საბოლოო ჯამში პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით“,- განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა