ხარისხიანი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ფერმერებისთვის ტრენინგი გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ყვარელის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” ტრენინგები გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს.

ტრენინგის ფარგლებში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა ცოტნე სამადაშვილმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, როგორიცაა ქვეყანაში ხორბლის, როგორც სტრატეგიული კულტურის ხელშეწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება, რაოდენობის ზრდა და მისი განვითარების ყველა ფაზაზე ხორბლის ჯიშის შერჩევა მოსავლის აღება-დაბინავებამდე.

ტრენინგის ფარგლებში, ფერმერებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას მოიცავს და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა