„ევროპული არდადეგების“ რიგით მეოთხე ღონისძიება ვარძიაში ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ ფარგლებში, ვარძიაში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე რიგით მეოთხე სემინარი ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ახალგაზრდებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია მიესალმნენ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, მიზნებსა და ამოცანებზე, შექმნის ისტორიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ ისაუბრა.

ღონისძიებაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი თეონა ზურაბაშვილი მონაწილეობდნენ.

სემინარის შემდეგ ვიქტორინა გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა ნატოსა და ევროკავშირის თემაზე კითხვებს უპასუხეს და სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. „ევროპული არდადეგების“ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

აღნიშნული სემინარები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევთ მიიღონ მეტი ინფორმაცია დასავლური ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ექსკურსია მოეწყო. დევნილმა ახალგაზრდებმა დაათვალიერეს კლდეში ნაკვეთი ქალაქი და მის ისტორიას გაეცნენ.

პროექტში „ევროპული არდადეგები“ 300-მდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს და მისი მიზანია საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმირება, მათი ჩართულობის ზრდა აღნიშნულ პროცესებში და საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო