სამხრეთ კორეა რუსი მეზღვაურებისთვის შეზღუდვებს აწესებს

სამხრეთ კორეა რუსი მეზღვაურებისთვის, რომლებიც ქვეყნის პორტში გაჩერებას აპირებენ, კონტროლის მკაცრ ზომებს აწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 3 აგვისტოდან რუსი მეზღვაურები ვალდებულები იქნებიან, სამხრეთ კორეაში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე ქვეყნის ხელისუფლებას კორონავირუსის ტესტის პასუხები წარუდგინონ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში სამხრეთ კორეის პორტ ბუსანში რუსული გემის ეკიპაჟის 44 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 14 251-მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს, პანდემიის დაწყების დროიდან, 300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო