რუსეთში კორონავირუსის 5 475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 169 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 828 990-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 169 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 13 673-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 620 333 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 8 116 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს