საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევებიდან ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის

საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევებიდან ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ქვეყანაში 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.

უფრო კონკრეტულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა კორონავირუსის 980 აღწერილი შემთხვევიდან 272 იყო, ანუ 27.7%. აღნიშნული რაოდენობიდან, ყველაზე დიდი წილი კი 46.6% (127) რუსეთზე მოდის, 8.4% (23) თურქეთზე, 8% (22) და 7.7% (21), შესაბამისად, აზერბაიჯანსა და სომხეთზე.

ამასთან, ანგარიშში საუბარია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებლებზეც. კერძოდ, 2020 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა COVID-19-ით ინფიცირების 129 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (980 დადასტურებული შემთხვევა) 13.2%-ს შეადგენს, მათ შორის 111 (86.1%) არის სამედიცინო პერსონალი და 18 (13.9%) - ტექნიკური პერსონალი.

„სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 111 შემთხვევიდან ერთი კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში განისაზღვრა როგორც 110, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 11.2%-ია. პროფესიული ჯგუფების მიხედვით, შემთხვევათა ნახევარზე მეტი ექთნებზე მოდის”,-აღნიშნულია ანგარიშში.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევებიდან ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა