დიდი ბრიტანეთმა კორონავირუსის კიდევ ერთი პოტენციური ვაქცინის 60 მილიონი დოზის მიღებაზე შეთანხმებას მიაღწია.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული კანდიდატი ვაქცინა ფარმაცევტულმა კომპანიებმა GSK-მა და Sanofi-მ შექმნეს.
კომპანიებში იმედოვნებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მიმდინარე კლინიკური ცდები წარმატებული აღმოჩნდა, მათ მიერ შექმნილ ვაქცინას მარეგულირებელი ორგანო 2021 წლის პირველ ნახევარში დაამტკიცებს.
შეგახსენებთ, მანამდე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც AstraZeneca-ს მიერ შექმნილი პოტენციური ვაქცინის 100 მილიონი დოზის მიღებას ითვალისწინებს, ასევე შეთანხმებას კომპანიების BioNTech/Pfizer-სა და Valneva-ს მიერ შექმნილი კანდიდატი ვაქცინების 30 და 60 მილიონი დოზის შეძენასთან დაკავშირებით.
ცნობისათვის, მსოფლიოში ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა არ დაუმტკიცებიათ ოფიციალურად.