რუსეთი აგვისტოს შუა რიცხვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცებისთვის ემზადება

რუსეთის ფედერაცია გეგმავს, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას დაამტკიცებს. CNN-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ვაქცინის დამტკიცებას ქვეყანა 2 კვირაზე ნაკლებ დროში აპირებს, მიუხედავად მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე არსებული შეშფოთებისა.

როგორც რუსეთის თანამდებობის პირებმა CNN-თან განაცხადეს, ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ვაქცინა 10 აგვისტოს ან უფრო ადრე დამტკიცდეს.

აღნიშნული ვაქცინა მოსკოვში მდებარე „გამალეია ინსტიტუტის" მიერ შეიქმნა და საზოგადოებრივი მოხმარებისთვის დამტკიცდება, თუმცა, ჯერ მას ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებულები მიიღებენ. რუსეთს სამეცნიერო მონაცემები ვაქცინის ტესტირების შესახებ არ გამოუქვეყნებია. კრიტიკოსების თქმით, ვაქცინის უახლოეს მომავალში დამტკიცების გეგმა კრემლიდან წამოსულ ზეწოლას უკავშირდება, რომ რუსეთი გლობალურ სამეცნიერო ძალად წარმოჩინდეს.

შეშფოთების საგანი დიდწილად იმასაც ეხება, რომ ვაქცინის ადამიანზე გამოცდა შესაძლოა, არასრულყოფილად იყოს ჩატარებული. მსოფლიოს გარშემო ათეულობით ვაქცინის ტესტირება მიმდინარეობს, თუმცა, მეცნიერების თანახმად, მათ დამტკიცებამდე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა