საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის მეორე ტალღა არ გვემუქრება, მაგრამ ეპიდემია გრძელდება

გვსურს, თავიდან ავირიდოთ მკაცრი კარანტინის წესების ხელმეორედ შემოღება. სიტუაციას თითოეული შემთხვევების მიხედვით ვაფასებთ, ომი არ დასრულებულა, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ კორონავირუსთან თანაცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს, - ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიერ ვერანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას მეორე ტალღა არ ემუქრება, თუმცა ეპიდემია გრძელდება.

„მეორე ტალღა არ გვემუქრება, მაგრამ ეპიდემია გრძელდება. ზოგი ადამიანი წესებს პატივს არ სცემს, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვეშვათ“, – განაცხადა ვერანმა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 183 804 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანრმთელებულია 81 311 და დაღუპულია 30 223 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა