კონგრესში „ამაზონის", „ეფლის", „ფეისბუქისა" და „გუგლის" მთავარი აღმასრულებელი დირექტორები დაიკითხებიან

დაახლოებით ერთი წელია, რაც კონგრესის კანონმდებლები „ამაზონის", „ეფლის", „ფეისბუქისა" და „გუგლის" შესახებ გამოძიებას აწარმოებენ. გამოძიების მიზანი იმის დადგენაა, ბოროტად გამოიყენეს თუ არა კომპანიებმა თავიანთი ძალა და დომინირება ინტერნეტბაზარზე.

CNN-ის ცნობით, კომპანიების მთავარი აღმასრულებელი დირექტორები - ჯეფ ბეზოსი, ტიმ ქუკი, მარკ ცუკერბერგი და სუნდარ პიშაი კონგრესის წინაშე მოსმენაზე წარდგებიან და ჩვენებებს ერთად მისცემენ, თუმცა, პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ისინი მოსმენაში მონაწილეობას დისტანციურად, WebEx-ის საკონფერენციო პლატფორმის მეშვეობით მიიღებენ.

სავარაუდოდ, კონგრესმენები კომპანიებს მათი ბიზნესის შესახებ საკმაოდ სპეციფიკურ შეკითხვებს დაუსვამენ, 13-თვიანი გამოძიების შედეგად შეკრებილი დოკუმენტებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.

სხვა საკითხებთან ერთად, „ამაზონთან" დაკავშირებული კითხვები მის მიერ გამყიდველის მონაცემების გამოყენებას ეხება; "ეფლს" რაც შეეხება, გამოძიება "აფ სთორის" წესებთან დაკავშირებითაა; "ფეისბუქთან" დაკავშირებით საქმე შესყიდვის სტრატეგიასა და ონლაინ რეკლამირებაში დომინირებას უკავშირდება; "გუგლთან" დაკავშირებით კითხვები "გუგლის" ძიების საკუთარი პრაქტიკისა და რეკლამირების შესახებ არსებობს. CNN-ის ინფორმაციით, ამ გამოძიებებმა შესაძლოა, მსოფლიოს უდიდესი და უმდიდრესი კორპორაციები სასამართლო პროცესებამდე, ჯარიმებამდე ან სხვა შედეგებამდე მიიყვანოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო