ირაკლი დუმბაძე - თუ არჩილ კბილაშვილს ცრუ და პროვიკაციული განცხადებების პოვნა უნდა, ვურჩევ, საკუთარ პასკვილებს გადაავლოს თვალი

შპს „ლიდერფუდის“ დამფუძნებელი ირაკლი დუმბაძე ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩილ კბილაშვილი რამდენიმე თვეა, რაც რეალურ ფაქტებს ამახინჯებს.

„ინტერპრესნიუსი“ „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, ირაკლი დუმბაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა მოკლედ გამოვეხმაურო დავით ზეიკიძის ინტერესების დამცველ, ბ-ნ არჩილ კბილაშვილს, რომელიც, სამწუხაროდ, დიდი ხნის გასულია პროფესიული ეთიკის ფარგლებს და აგერ უკვე მერამდენე თვეა, სხვადახვა ფორმით ამახინჯებს რეალურ ფაქტებს და ყოვლად უმსგავსოდ ცდილობს ჩემს სასარგებლოდ მეტყველი ფაქტები, საკუთარ კლიენტს მოარგოს, ხოლო სადაც ეს არ გასდის, ყოველგვარი საღი აზრის გარეშე, კორუმპირებულის იარლიყს მაკერებს.

ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ მთელი მისი პასკვილები ჩემს რეპუტაციის შელახვას და საკუთარი, დამნაშავე კლიენტის „გათეთრებას“ ემსახურება!

თურმე ჩემი განცხადება ყოფილა სიცრუე და პროვოკაციული..... არადა, საკუთარ კლიენტთან ერთად, ხან სასამართლოს და ხან ექსპერტების მოსყიდვაში მადანაშაულებს. და ამას ჩადიან ხალხი, რომლებიც კორუფციული სისტემის მედროშეებად გვევლინებოდნენ არც ისე დიდი ხნის წინ. თუ ბატონი არჩილი თვალს ყურადღებით გადაავლებს მისი და დავით ზეიკიძის გაკეთებულ განცხადებებს, ვპირდები, იმდენ სიცრუეს, პროვოკაციას და სიბინძურეს აღმოაჩენს, რამდენ წინადადებასაც ბოლომდე წაიკითხავს.

როგორც აღმოჩნდა, ბ-ნმა არჩილმა და მისმა დამკვეთმა ვერაფრით მოინელეს მათი სიცრუის გამოაშკარავება, როდესაც ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ თითქოს სარჩელის ნაცვლად, რაღაც სხვა, გაფრთხილების 2 ფურცლიანი წერილი გავუგზავნეთ. სწორედ მათი სიცრუე გამოააშკრავა ექსპერტიზამ და არა მხოლოდ ექსპერტიზამ (მოწმეთა ჩვენებები, მატერიალური დოკუმენტები, მხარეთა განმარტებები და სხვა). ახლა კი, ბატონი კბილაშვილი გვარწმუნებს, რომ თურმე, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა კორუფციის ნიშნებს შეიცავს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ერთ სამუშაო დღეში მომზადდა. არადა, ამავე საქმეზე, თავად ბ-ნ კბილაშვილს, იმავე ექსპერტიზის ბიუროში შეკვეთილი აქვს მსგავსი დასკვნა, რომელიც შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს მომზადდა (ორივე შემთხვევაში, მხარეებმა ექსპერტიზის დაჩქარებული მომსახურების წესით ვისარგებლეთ) მაგრამ, განსხვავება იმაშია, რომ ბ-ნმა არჩილმა დასკვნა სპეციალურად შეუკვეთა პარასკევ დღეს, ხოლო პასუხი მიიღო მომდევნო სამუშაო დღეს, ანუ ორშაბათს. ახლა კი, საზოგადოების და სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მიზნით აცხადებს, რომ ერთ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა 1 სამუშაო დღეში გაიცა, ხოლო მეორე (მის მიერ შეკვეთილი) 4 სამუშაო დღეში. სწორედ ამას ვეძახით ფაქტების დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

ასევე, საინტერესოა ბ-ნი კბილაშვილის ლოგიკა, რომელიც გვიცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები კორუფციის ნიშნებს შეიცავსო, და ამას იმით ასკვნის, რომ თითქოს სასამართლო ერთ დღეში მომზადებულ დასკვნას დაეყრდო. რეალურად კი, სასამართლოს ორივე ინსტანციაში განხილული და შეფასებული იქნა ათობით მტკიცებულება, რომელთა სიზუსტე არ ტოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას, ხოლო ბატონმა კბილაშვილმა და მისმა კლიენტმა ვერ შეძლეს მათი სიცრუის ჩვენთვის თავს მოხვევა.

სწორედ ამიტომ მაბრალებენ კორუფციას და სხვა ათასგვარ სისაძაგლეს, თან ამას, ერთგვარი რევერანსებით, რომ თითქოს მთელი სისტემა კი არ მომისყიდია, არამედ მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლო და ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ახლა კი, მე ვსვამ კითხვას, თუ ასეთი ყოვლისშემძლე ვარ და ამხელა სისტემებზე ზეგავლენა შემიძლია, რატომ არ მიმართავს ბ-ნი კბილაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს და თუ მიმართავს, რატომ არ ხდება ჩემს მიმართ შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების გატარება? აქვე გიპასუხებთ: სინამდვილეში, ბ-ნმა კბილაშვილმაც და მისმა დამკვეთმაც შესანიშნავად იციან, რომ მთელი ეს მასკარადი 2 მიზანს ემსახურება: 1. საზოგადოებაში და ბიზნეს წრეებში ჩემი რეპუტაციის შელახვას; 2. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მოხდენას.

მე ადრეც დავწერე და კვლავ ვიმეორებ, რომ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ინფორმაცია, რომ სწორედ დავით ზეიკიძე ცდილობს არალეგალური გზებით, კანონიერი გადაწყვეტილების შეცვლას და ჩემი კუთვნილი წილის მისაკუთრებას. ხოლო პრევენციის და საზოგადოების ყურადღების გადატანის მიზნით, მე მაბრალებს იმას, რასაც თავად სჩადის.

აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ მიუხედავად ყველა იმ საეჭვო გარემოებისა, რაც დღითიდღე აშკარავდება დავით ზეიკიძის მხრიდან, მე განუხრელად მივყვები სამართლებრივ გზას, თუმცა ეს იმას არ ნიშნასვ, რომ რამეს ვერ ვხედავ ან არ მესმის. მე მჯერა სამართლიანობის და ვიბრძვი მის აღსადგენად, რომელიც ასე უსინდისოდ და ძალმომრეობით წამართვეს. აქვე გპირდებით, ბატონებო, რომ საზოგადოება აუცილებლად გაიგებს ყველა თქვენ ნამოქმედარს, რომლითაც დღეს ხართ დაკავებული ბნელ კულვარებში და რომლითც ცდილობთ ეს ქვეყანა და თითოეული ჩვენთაგანი დაგვაბრუნოთ იმ ჭაობში, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს თქვენნაირი კორუმპირებული და მაფიოზური მენტალიტეტის მქონე ხალხი“, -ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა