ლერი სულაბერიძე - ვერ გეტყვით რატომ მესროლა, ეს პირი არ მინახავს, ამოცნობის პროცესი არ ყოფილა

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის განცხადებით, პირს, რომელმაც მის ავტომობილს ესროლა, არ იცნობს.

როგორც სულაბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არც ის იცის რის გამო მოხდა გასროლა ან უკავშირდება თუ არა აღნიშნული „დინამოს“ საქმეს.

„არაფერს მეუბნება ეს სახელი და გვარი, ნამდვილად არ ვიცნობ ვინ არის. ვერ გეტყვით რატომ ისროლა. არც დამამახსოვრდა სახელი და გვარი. ვერ გეტყვით რატომ მესროლა. წყნეთის გზაზე, როცა სახლში მივდიოდი, მაშინ მოხდა შემთხვევა. ნამდვილად არ დამინახავს, ვინ ისროდა. მე არ მინახავს ეს პიროვნება, ამოცნობის პროცესი არ ყოფილა. არც ის ვიცი რა მარკის მანქანა იყო, მუქი ფერის იყო“, - განაცხადა სულაბერიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე გუშინ საღამოს ესროლეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხადრთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ვერ გეტყვით რატომ მესროლა, ეს პირი არ მინახავს, ამოცნობის პროცესი არ ყოფილა - ლერი სულაბერიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა