საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და EBRD-ს შორის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებასა და გაუმჯობესების მიზნით, ითვალისწინებს 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია: ლაჯანური-წყალტუბოს 500 კვ 49 კმ-იანი ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა; ნამახვანი-წყალტუბოს და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის ერთჯაჭვა 220 კვ 58 კვ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა; ლაჯანურის ახალი ჰიდროელექტროსადგურის 220 კვ 5 კმ ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა; ნენსკრა-მესტიის 110 კვ 57 კმ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა; ნენსკრას 500/220/110 კვ ქვესადგურის მშენებლობა და წყალტუბოს ქვესადგურის გაფართოება; კავკასიონის 500 კვ ერთჯაჭვა ეგხ-ის შეჭრის და ნენსკრას ქვესადგურის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურთან 220კვ დაკავშირების მშენებლობა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პროექტს განახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და მისი დასრულება დაგეგმილია 2026 წლის ზაფხულში.

„საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი“ ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებას, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი