დავით მათიკაშვილი - საქართველოსა და აშშ-ს მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა აქვს, ყველაფერი დანარჩენი ან კონკრეტული პირის აზრია ან სპეკულაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს ძალიან მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა აქვს, რაც ფაქტებით დასტურდება, ყველაფერი დანარჩენი ან კონკრეტული პირის აზრია ან სპეკულაცია. აღნიშნულის შესახებ მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მაიკ კარპენტერისა და დევიდ კრამერის განცხადებებს გამოეხმაურა.

"დღეს საქართველოს და შეერთებულ შტატებს ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს გააჩნიათ ძალიან მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა. ეს არის ფაქტი, რომელიც დადასტურდა არაერთი დოკუმენტით, რომელიც იქნა აშშ- ის სენატში მიღებული, ეს დასტურდება მაიკ პომპეოსა და პრემიერ გახარიას შორის არსებულ დიალოგში, ხოლო ყველაფერი დანარჩენი გახლავთ სპეკულაცია ან საკუთარი მოსაზრება, რომლის უფლებაც, რა თქმა უნდა ყველას გააჩნია,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტს, მათიკაშვილი ამბობს, რომ კარგად ახსოვთ დოკუმენტის შინაარსი.

"ჩვენ კარგად გვახსოვს დოკუმენტის, ისევე როგორც ბოლო დიალოგის შინაარსი, რომელიც სახელმწიფო მდივანს და პრემიერს შორის შედგა, სადაც არის უპირობო და ცალსახა მხარდაჭერა გამოხატული ჩვენი ქვეყნის მიმართ და ასევე არის სურვილი გამოთქმული, რომელიც პირველ რიგში გახლავთ ქართული მხარის სურვილი, რომ არჩევნები 2020 წელს ჩატარდეს მაღალი ხარისხის დემოკრატიული პრინციპებით,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისათვის აშშ- ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტს, სადაც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის პირობებზეა საუბარი, გამოეხმაურა "ბაიდენის ცენტრის" მმართველი დირექტორის და რუსეთის, უკრაინის, ევრაზიისა და ბალკანეთის მიმართულებით თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი. მაიკ კარპენტერის განცხადებით, ლოგიკურია, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხები გამოკვეთილად იმ ქვეყნებზე გაიცეს, რომლებიც „სწორი მიმართულებით ვითარდებიან“. „ვხედავთ კულისებიდან ოლიგარქიულ გავლენას ეკონომიკაზე“, - აცხადებს კარპენტერი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო