სომხეთის თავდაცვის მინისტრი - სომხური მხარე ყურადღებით დააკვირდება თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნებს, მთავარია ის  პროვოკაციულ მოქმედებებში არ გადაიზარდოს

სომხური მხარე ყურადღებით დააკვირდება თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნებს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნების ტაქტიკური ხასიათი მათთვის მიუღებელი არაა, თუმცა მთავარია, აღნიშნული წვრთნები პროვოკაციულ მოქმედებებში არ გადაიზარდოს.

აზერბაიჯანი და თურქეთი დღეს ერთობლივ მასშტაბურ ტაქტიკურ და საბრძოლო - ტაქტიკურ წვრთნებს იწყებენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ერთობლივ წვრთნებში ჩაერთვება სამხედრო პერსონალი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, ნაღმტყორცნები, ისევე როგორც ორი ქვეყნის ჯარების სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ტექნიკა. გეგმის თანახმად, სახმელეთო ჯარების მონაწილეობით წვრთნები 1-დან 5 აგვისტომდე ბაქოსა და ნახიჩევანში ჩატარდება, ხოლო სამხედრო ავიაციის მონაწილეობით - 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე - ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს