ეკა ბესელია - დღეს „ქართული ოცნება“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაზავი, რომელსაც იდეა დაეკარგა და კოვიდს ებღაუჭება, იქნებ გადაარჩინოს

2012 წელს იყო იდეის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი, ადამიანები, რომლებიც ვიბრძოდით სამართლიანობისთვის, დღეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაზავი „ქართული ოცნება“, რომელსაც იდეა დაეკარგა და ერთადერთი კოვიდს ებღაუჭება, იქნებ კოვიდმა გადაარჩინოს , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლის „ქართული ოცნება“ და დღევანდელი „ქართული ოცნება“ ცა და დედამიწასავით, შავი და თეთრივით განსხვავდება.

„იმ ხალხისთვის და იმ ჩვენი თანამებრძოლებისთვის, ვინც პირველი ოქტომბერი შექმნა, ეს არის დამსხვრეული ოცნება. მოსახლეობამ ნახა, რომ წარსული იყო მძიმე, იმ წარსულში დაბრუნება არ უნდა არავის. აწმყოს მიმართ აქვს ნიჰილისტური დამოკიდებულება, დანარჩენი საზოგადოების უმრავლესობა რაღაც სხვას ითხოვს. მესამე ძალა ერთი კონკრეტული სახელი და გვარი არ იქნება. ალტერნატივა იქნება ყველა სხვა დანარჩენი ვინც ამ ორ, სააკაშვილი-ივანიშვილის, არჩევანში არ არის. ეს მესამე იქნება დიდი სხვა ერთობა. სწორედ დაბალბარიერიანი არჩევნები იქნება, რომელიც ანგრევს ორპოლუსიან სისტემას და სწორედ ეს ცვლილება განსაზღვრავს 2020-ის არჩევნებში ახალ კოალიციურ მთავრობას“, - განაცხადა ბესელიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა