სასამართლო გიორგი რურუას საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის ბრალდებულ გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე გაიმართება.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

რურუამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და რომ მისი საქმე გაყალბებულია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

იხილეთ ვიდეო:სასამართლო გიორგი რურუას საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა