არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და კახა კუჭავა NDI-ის პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს და NDI-ის საარჩევნო პროგრამების მენეჯმენტს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართა, არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ გატარებული საკანონმდებლო რეფორმები, წინასაარჩევნო კამპანიის საკითხები, კოვიდ19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები და სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლის საკითხი განიხილეს.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ NDI-ის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ქვეყანა ყველა ზომას მიიღებს პანდემიის პირობებში მოქალაქეთა, ასევე, დამკვირვებლების უსაფრთხოების დასაცავად.

NDI-ის პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა დადებითად შეაფასა პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმები, ისაუბრა პოზიტიური საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს