დონალდ ტრამპის განმარტებით, გერმანიაში ჯარების რაოდენობას იმის გამო ამცირებს, რომ გერმანია გადასახადებს არ იხდის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, გერმანიაში ჯარების რაოდენობას იმის გამო ამცირებს, რომ გერმანია გადასახადებს არ იხდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტეხასში გამგზავრებამდე თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას გერმანიიდან ჯარის ნაწილის გაყვანის გადაწყვეტილების შესახებ კითხვა დაუსვეს.

„ისინი იქ არიან ევროპის დასაცავად. ისინი იქ არიან გერმანიის დასაცავად. ხომ მართალია? და გერმანიამ ამისთვის უნდა გადაიხადოს. გერმანია ამისთვის არ იხდის და რატომ დავტოვოთ ისინი იქ? ჩვენ მეტად აღარ გვსურს, რომ მოტყუებულები ვიყოთ. აშშ-ისგან სარგებელს იღებდნენ 25 წლის განმავლობაში როგორც სავაჭრო, ისე სამხედრო სფეროში. ჩვენ ვიცავთ გერმანიას. ასე რომ, ჩვენ ვამცირებთ შეიარაღებულ ძალებს, რადგან ისინი გადასახადებს არ იხდიან. ისინი არ არიან გადასახადის გადამხდელები“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დღეს, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 12 000-მდე ჯარისკაცს გაიყვანს.

შეგახსენებთ, ივნისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას აპირებდა. დონალდ ტრამპი გერმანიას საყვედურობს, რომ თავდაცვის სფეროს დაფინანსების შესახებ ნატო-ს მოთხოვნას არ ასრულებს. აშშ-ის ადმინისტრაციის მოთხოვნაა, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი უნდა დახარჯონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა