კელი დეგნანი  სამუშაო  ვიზიტით იმერეთში იმყოფებოდა

ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი იმერეთში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის ელჩი და მისი თანმხლები პირები შეხვდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ერემეიშვილს, მერის მოადგილეს ირაკლი ქარქაშაძეს, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს პეტრე ადამაძეს. შეხვედრას ესწრებოდა მერიის საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი შორენა ხუხუა.

„შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება ქუთაისში, მათ შორის „მილენიუმის“ პროექტით დაფინანსებულ საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე, ასევე USAID-ის პროგრამის -„დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ პროექტზე “მონაწილეობითი ბიუჯეტირება“ , რომელიც რამდენიმე წელია წარმატებით მიმდინარეობს ქუთაისში.

საუბარი შეეხო ქალაქში ბიზნესის განვითარებას, არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარების საკითხს, გენდერულ, ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროგრამებს. ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე, რომელიც წელს პირველად მიიღებს სტუდენტებს. დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.

შეხვედრის დასასრულს ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო