არიზონაში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა, რამაც ძლიერი ხანძარი და ტბაზე ხიდის ჩამონგრევა გამოიწვია

აშშ-ის არიზონას შტატის ქალაქ თემფის მახლობლად სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა, როდესაც ტბაზე მდებარე ხიდზე გადადიოდა, რამაც ძლიერი ხანძარი და ხიდის ნაწილობრივ ჩამონგრევა გამოიწვია.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის გამო რამდენიმე ავტომაგისტრალი გადაიკეტა. პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, ინციდენტის ადგილისკენ მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

სახანძრო-სამაშველო სამსახურმა Fox News-ს განუცხადა, რომ მომხდარის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. ხანძრის ჩაქრობას 100-მდე მეხანძრე ცდილობდა. ტბა, რომელიც არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარეობს, პოპულარული სარეკრეაციო ადგილია სპორტის, ველოსიპედების და ნაოსნობის მოყვარულებისთვის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო