მიხეილ რამიშვილი - ახლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კეთილსინდისიერებასა და ოპერატიულობაზეა დამოკიდებული, რამდენად გაეცემა კითხვებს პასუხი, რაც ოჯახს დააკმაყოფილებს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დადებითად აფასებს ბაჩალიაშვილის საქმის თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემას.

ადვოკატის განცხადებით, ახლა პოლიციაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გასცემენ იმ კითხვებს პასუხს, რომლებიც ოჯახს აქვს.

„დანარჩენი მათზეა დამოკიდებული. ის ნდობა, რომელიც აღარ ჰქონდა ოჯახს ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ, ახლა მათზეა დამოკიდებული, მათ კეთილსინდისიერებაზე, ოპერატიულობაზე და მათ დაჩქარებაზე, რამდენად იქნება ყველა იმ კითხვაზე პასუხი გაცემული, რაც დააკმაყოფილებს ოჯახს და აღადგენს იმ სამართლიანობის განცდას, რაც უნდა არსებობდეს მოსახლეობაში, პირველ რიგში, ოჯახში, რომ დადგინდეს, რას და ვის შეეწირა ამ ულამაზესი ბავშვის სიცოცხლე“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა