იტალია საგანგებო მდგომარეობას 15 ოქტომბრამდე ახანგრძლივებს

იტალია კორონავირუსის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას 15 ოქტომბრამდე ახანგრძლივებს, - ტელეკომპანია CNN-ის ცნობით ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„მინისტრთა საბჭომ, პრეზიდენტ ჯუზეპე კონტეს შეთავაზების საფუძველზე, გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც იტალიამ 31 იანვარს გამოაცხადა, მთავრობას სპეციალურ ძალაუფლებას ანიჭებს, რითაც მას კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით გარკვეული შეზღუდვების დაწესება და დამატებით რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა შეუძლია.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 246 776 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 35 129 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო:იტალია საგანგებო მდგომარეობას 15 ოქტომბრამდე ახანგრძლივებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა