ჩინეთში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, მარტის თვიდან, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 102 შიდა გადაცემის შედეგია, საიდანაც 96 სინძიანის პროვინციაში დადასტურდა.

გარდა ამისა, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 21 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით ჩინეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 84 165 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 78 957 და დაღუპულია 4 634 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო:ჩინეთში მარტის თვის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი - 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა