გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივლისს 10:00-დან 10:10 საათამდე და 17:00-დან 17:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისში: ავჭალის მასივს, გლდანს, სოფელ გლდანს და მიმდებარე ტერიტორიას. 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს: დუშეთის რაიონის სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, კუჭეჭა, ზარიძეები, გუდრუხი, სწროფავი, ბზიკურთკარი და მიმდებარე სოფლებში. 12:45-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ქსოვრისი, ილტოზა, მჭადიჯვარი, ვარდისუბანი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს