შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა იაღლუჯის საწვრთნელ სასროლეთზე ტაქტიკური საჩვენებელი სწავლება გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

„ტაქტიკური საჩვენებელი სწავლების მიზანი შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა ხელმძღვანელი პირებისთვის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მომზადების დონის დემონსტრირება წარმოადგენდა.

ტაქტიკური საჩვენებელი სწავლების დროს სტრატეგიული მილსადენების დეპარტამენტის დანაყოფებმა კონკრეტულ ინციდენტზე კომპლექსური ღონისძიებების დემონსტრირება მოახდინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის, სუფსის ნავთობის ტერმინალის და მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა