ნენსი პელოსის განცხადებით, კანონმდებლებს, რომელთაც პირბადე არ ეკეთებათ, წარმომადგენელთა პალატიდან გააგდებენ

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ყველა წევრისა და მთლიანი პერსონალისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო გახადა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აღნიშნა, ნებისმიერი, რომელიც ახალ წესს დაარღვევს, პალატიდან დათხოვნილი იქნება. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტეხასელ რესპუბლიკელს, ლუი გომერტს, რომელიც კაპიტოლიუმში პირბადის გარეშე ხშირად უნახავთ, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ნენსი პელოსიმ წარმომადგენელთა პალატაში გამოაცხადა, რომ სიტყვით გამოსვლისას წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, პირბადეები მოიხსნან.

„თავმჯდომარე მოელის, რომ ყველა წევრმა და მთლიანმა პერსონალმა დაიცვას ეს მოთხოვნა, როგორც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, ასევე, პალატაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვების კეთილდღეობის მიმართ პატივისცემის ნიშანი", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ნიღბის გაკეთებაზე უარის თქმას ის შეხედავს, როგორც „წესდების სერიოზულ დარღვევას".

პელოსი აცხადებს, რომ პალატის მცველი ნებისმიერს გააძევებს, ვისაც პირბადე არ ეკეთება. როგორც ცნობილია, კორონავირუსი სულ კონგრესის 10 წევრს - 3 დემოკრატსა და 7 რესპუბლიკელს დაუდასტურდა.

იხილეტ ვიდეო:ნენსი პელოსის განცხადებით, კანონმდებლებს, რომელთაც პირბადე არ ეკეთებათ, წარმომადგენელთა პალატიდან გააგდებენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს