სალომე სამადაშვილი - კონგრესმენების  წერილი არის გზავნილი, რომ ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის შეცვლა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი კონგრესმენების გზავნილით, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის სტარატეგიულ ინტერესებშიცაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრება.

„ჩვენ ვნახეთ, რომ აშშ-ის კონგრესის რამდენიმე წევრმა სახელმწიფო დეპარტამენტს კიდევ ერთხელ ერთობლივად მიმართა. საუბარი არის რუსი ოლიგარქის მიერ მანიპულირებული ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ ამერიკის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე. ეს, ჩემი აზრით, არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეებისგან, რომ ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის შეცვლა, ჩვენ გვჭირდება ოქტომბერში, არჩევნების გზით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა, თუ ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ გააგრძელოს აშშ-სთან ის სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც სჭირდება.

მკაფიო გზავნილები, რაც ჩვენ ვაშინგტონში მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება რეგიონში ამერიკულ სტრატეგიულ ინტერესებს ავიწროვებს, მათ შორის არ აძლევს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ამერიკელ ინვესტორებს და ჩვენს რეგიონში რუსთისა და ჩინეთის გავლენას აძლიერებს, ვფიქრობ, რომ თავისთავად მეტყველებს და შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის სტარატეგიულ ინტერესებშიცაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრება,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს წერილს უგზავნის, სადაც ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და წერს, რომ შეშფოთებულები არიან ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და შესაძლო კორუფციის გამო. კონგრესმენების წერილი ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაასაჯაროეს.

“როგორც იცით, საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უდიდესი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ეკონომიკისა და გეოპოლიტიკად უსაფრთხო ურთიერთოებების ტრანსფორმაციისთვის, რათა ამ გზით უზრუნველყო საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებისთვის ბაზართან წვდომა, ურთიერთობები თავდაცვის სფეროში და ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. თუმცა მას შემდეგ, რაც 2012 წელს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანამ რეგრესი განიცადა. თქვენს კოლეგებთან, ჩერილ ფერნანდესსა და აარონ რუპერტთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა კერძო საინვესტიციო გარემო, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიებისთვის, მონიტორინგის ქვეშ იყოს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვის კუთხით. რადგანაც თქვენ მომავალში გამართავთ შეხვედრებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან, განსაკუთრებით კი გახარიასთან, გთხოვთ, გახსოვდეთ ჩვენი შეშფოთება რიგ საკითხებთან დაკავშირებით: 1. საქართველოს ამჟამინდელი “ქართული ოცნების” მთავრობა, რომელიც რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა მანიპულირებული, ცდილობს ამერიკული ბიზნესმენები ქვეყნიდან გააძევოს. ეს კეთდება რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად. 2. საქართველოს შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორის: ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გაძევების მიზანი საქართველოს რუსული და ჩინური გავლენის შედეგად დაზიანება იყო; 3. ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელსაც 2020 წლის შემოდგომის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმედი გვაქვს, თქვენ და თქვენი გუნდი განიხილავთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ურთიერთობას გაამყარებს და საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს,“ – წერენ კონგრესმენები მაიკ პომპეოს.

წერილი 27 ივლისითაა დათარიღებული და მას ხელს 6 კონგრესმენი აწერს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო