აშშ-ს ფედერალური ძალები პორტლენდიდან ეტაპობრივი გამოსვლისთვის მზად არიან

აშშ-ს ფედერალური ძალები პორტლენდიდან ეტაპობრივი გამოსვლისთვის მზად არიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათი ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდიდან ფედერალური ძალების ნაწილი გაიყვანოს.

როგორც ორეგონის გუბერნატორმა, ქეით ბრაუნმა აღნიშნა, ფედერალური აგენტები შტატის ყველაზე დიდი ქალაქიდან ეტაპობრივად გასვლას დღეს დაიწყებენ. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მდივანს, ჩად ვულფს ქალაქიდან გასვლის ვადებზე არ უსაუბრია, თუმცა, ის და გუბერნატორი შეთანხმდნენ "პორტლენდში ფედერალური საკუთრებისა და სამართალდამცავებისადმი მიმართული ძალადობის დასრულების ერთობლივ გეგმაზე". მათ შორის, გეგმა პორტლენდში ორეგონის შტატის პოლიციის მძლავრ ყოფნასაც მოიცავს. მისი თქმით, ქონებისა და ქუჩების დაცვას შტატისა და ადგილობრივი სამართალდამცავები დაიწყებენ.

ქალაქ პორტლენდში დემონსტრაციები 62 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რაც შეეხება სიეტლს, ქალაქი ფედერალურმა სამართალდამცავებმა უკვე დატოვეს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის დიდ ქალაქებში, მათ შორის სიეტლსა და პორტლენდში, ფედერალური სამართალდამცავების გაგზავნის მიზანი იქ მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციების გაკონტროლება და ძალადობის ფაქტების აღკვეთა იყო. ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლების თქმით კი, ფედერალური აგენტები სიტუაციიის კიდევ უფრო დაძაბვას იწვევენ.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ს ფედერალური ძალები პორტლენდიდან ეტაპობრივი გამოსვლისთვის მზად არიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა