ელენე ხოშტარია - გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი, წერტილი! ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა

გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი, წერტილი! ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა, - ამის შესახებ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს სისტემა აუცილებლად გადაიხდის ფასს გიორგი რურუას პოლიტიკური დევნისთვის.

"სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ამაზე ჩვენი პარტნიორები ხმამაღლა საუბრობენ. კონკრეტულად გიორგი რურუას საქმეზე საუბრობს ამერიკა და ევროპარლამენტარები, რომ საქართველოში სასამართლო გამოიყენება პოლიტიკური ნიშნით. გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი, წერტილი! ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა, ის დღეს ამ სისტემის მხრიდან იდევნება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

რურუამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და რომ მისი საქმე გაყალბებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა