მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია და ამ დროისათვის კონტაქტებისა და ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

ეზუგბაიას განმარტებით, დანარჩენი 3 დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია, მათ შორის 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„დაგვემატა 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეს გვყავს 1 160 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 6-ით და დღეს არის 935 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 246 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 ახალი პაციენტიდან, 3 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან 2 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 2 დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

ჩვენი ცენტრის მონაცემებს რაც შეეხება, ჩვენ გუშინ გვყავდა 41 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 1 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყოლია და ამ ეტაპზე გვყავს 42 დადასტურებული პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო:რომელ კლასტერებს უკავშირდება კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო