ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამეგრელოში, მესამე-მეოთხე ხარისხის ნგრევად ობიექტებში მცხოვრები მოქალაქეები ახალ ბინებში შესახლდებიან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამეგრელოს რეგიონში, მესამე-მეოთხე ხარისხის ნგრევადი ობიექტები დაიცლება და იქ მცხოვრები მოქალაქეები ახალ საცხოვრებელ ბინებში შესახლდებიან.

ამის შესახებ მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ზუგდიდში ყოფნისას განაცხადა, სადაც დევნილ მოსახლეობას ბინები გადაეცათ.

„ყველამ იცის, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტია დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი სოციალური თუ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. დღეს ჩვენ მოგვეცა საშუალება მასშტაბური მშენებლობების წარმატებით დასრულებიდან გამომდინარე, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიგვეღო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სამეგრელოს რეგიონში, ყველაზე მძიმე, მესამე -მეოთხე ხარისხის ნგრევადი ობიექტები წელს დაიცლება და პირველად, ამ ხანგრძლივი დევნილობის შემდეგ, იქ მცხოვრები მოქალაქეების გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, ახალი, საუკეთესო პირობებით შეიცვლება. ისინი ახალ ცხოვრებას დაიწყებენ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ბოლო გადაწყვეტილება, ჩვენ მათ სოციალური და ეკონომიკური პირობების კიდევ გაუმჯობესებაზეც ვიზრუნებთ და არაერთ ნაბიჯს გადავდგამთ ამისთვის. დევნილ მოსახლეობას ვპირდები, ვიმუშავებთ, რათა თითოეულ ოჯახამდე მივაღწიოთ და შევძლოთ გავაუმჯობესოთ ყველა დევნილი ოჯახის პირობები. იქნება ეს სამეგრელოში თუ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე“ , - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა განცხადა, 2020 წელს 2000-მდე დევნილი ოჯახი ახალი სახის მფლობელი გახდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა