ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ საარჩევნო კამპანიას მცხეთიდან იწყებს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ის კენჭს მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.

ეკა ბესელიას თქმით, ის და მისი პარტიის წევრები სამართლიანობის იდეის გარშემო გაერთიანდნენ.

"მცხეთა არის საქართველოს მარადიულობის სიმბოლო და სახე. მე რამდენიმე ათეული წელი მაკავშირებს მცხეთასთან, ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული ადგილი და დღეს ვიწყებ საარჩევნო კამპანიას. ეს იქნება ის პროცესი, რომელიც დარწმუნებული ვარ, უთუოდ მოიტანს, სიკეთეს, სიმშვიდეს და სამართლიანობას ყველასთვის. მჯერა ამ პროცესის და იმ ხალხის, რომელსაც მინდა, რომ ვემსახურო. მთავარი იდეა, რისთვისაც დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს ამ პროცესს, ეს არის სამართლიანობა. სამართლიანობა ყველასთვის და ყველაფერში ეს არის მთავარი იდეა, რომლის გარშემო გვინდა ბევრი ადამიანი გავაერთიანოთ. ამ რეგიონს განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვს ყველაფერი იმისადმი, რაც უსამართლობას უკავშირდება. ამ საარჩევნო პროცესში ჩვენთვის მთავარი იქნება, ადამიანი, იდეა და არა პიროვნებები იმიტომ, რომ ჩვენ პიროვნებებს არ ვებრძვით, ჩვენ ვიბრძვით იდეისთვის, რომელიც გვინდა ბოლომდე მივიყვანოთ. ეს ნიშნავს სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებას"-განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო:ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო