ელენე ხოშტარია - თუ  ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელსაც რუსეთის ოლიგარქის სივრცეს ეძახიან, ამისთვის არის არჩევნები

სამწუხაროა, რომ საქართველომ თავი გაითქვა, სწორედ რუსეთის ოლიგარქით, კანონის დარღვევით, პოლიტიკური დევნით, დემოკრატიის ზიანით, ბიზნესის დაჩაგვრით, ეს არის ის სიტყვები, რომელიც საერთაშორისო მოხმარებაში ჩვეულებრივი გახდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა, როდესაც ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს აზიანებს ქვეყანას.

„ეს სიტყვები გვესმის ხან სენატორებისგან, ხან კონგრესმენებისგან, ევროპარლამენტარებისგან. ეს არის მოცემული რეალობა. ეს აზიანებს ქვეყანას და თუ ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელსაც რუსეთის ოლიგარქის სივრცეს ეძახიან, სწორედ ამისთვის არის არჩევნები, სადაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ავირჩიოთ ბევრად უფრო დაბალანსებული ხელისუფლება, უარი ვთქვათ ამ ოლიგარქიაზე, უკანონობაზე, დემოკრატიის ზიანზე, პოლიტიკურ დევნაზე და ა.შ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს წერილს უგზავნის, სადაც ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და წერს, რომ შეშფოთებულები არიან ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და შესაძლო კორუფციის გამო. კონგრესმენების წერილი ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაასაჯაროეს.

“როგორც იცით, საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უდიდესი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ეკონომიკისა და გეოპოლიტიკად უსაფრთხო ურთიერთოებების ტრანსფორმაციისთვის, რათა ამ გზით უზრუნველყო საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებისთვის ბაზართან წვდომა, ურთიერთობები თავდაცვის სფეროში და ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. თუმცა მას შემდეგ, რაც 2012 წელს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანამ რეგრესი განიცადა. თქვენს კოლეგებთან, ჩერილ ფერნანდესსა და აარონ რუპერტთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა კერძო საინვესტიციო გარემო, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიებისთვის, მონიტორინგის ქვეშ იყოს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვის კუთხით. რადგანაც თქვენ მომავალში გამართავთ შეხვედრებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან, განსაკუთრებით კი გახარიასთან, გთხოვთ, გახსოვდეთ ჩვენი შეშფოთება რიგ საკითხებთან დაკავშირებით: 1. საქართველოს ამჟამინდელი “ქართული ოცნების” მთავრობა, რომელიც რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა მანიპულირებული, ცდილობს ამერიკული ბიზნესმენები ქვეყნიდან გააძევოს. ეს კეთდება რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად. 2. საქართველოს შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორის: ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გაძევების მიზანი საქართველოს რუსული და ჩინური გავლენის შედეგად დაზიანება იყო; 3. ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელსაც 2020 წლის შემოდგომის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმედი გვაქვს, თქვენ და თქვენი გუნდი განიხილავთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ურთიერთობას გაამყარებს და საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს,“ – წერენ კონგრესმენები მაიკ პომპეოს.

წერილი 27 ივლისითაა დათარიღებული და მას ხელს 6 კონგრესმენი აწერს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა