შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი - არ შეიძლება სასამართლომ ვინმეს ზეწოლის შედეგად იმოქმედოს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, სასამართლო სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებზეა დამოკიდებული და დაუშვებელია სასამართლო ვინმეს ზეწოლის შედეგად მოქმედებდეს.

ადვოკატის თქმით, სახელმწიფოს სიძლიერე პირველ რიგში სასამართლოს დამოუკიდებლობაშია, რაც საქართველოში სახეზე არ არის.

„სამწუხაროა, რომ დაღუპულია 19 წლის ბიჭი, ეს მთელი საქართველოს ტრაგედიაა, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო სიძლიერე პირველ რიგში არის მის სასამართლოს დამოუკიდებლობაში, რაც სახეზე არ არის. სამწუხაროდ, სასამართლო დამოკიდებულია სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებზე. არ შეიძლება სასამართლომ იმოქმედოს ვინმეს ზეწოლის შედეგად. რაც შეეხება ბრალის დამძიმებას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვერანაირად ვერ დაუმძიმდება ბრალი, რადგან ამის ყველანაირი საფუძველი მაქვს. ერთი მარტივი მიზეზის გამო თუნდაც, რომ გამოძიების მხრიდან თენგო ბარბაქაძის მიმართ ამ კუთხით ინტერესი არ არსებობს“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.

ცნობისთვის, 19 ივნისს გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა