აშშ-ს ტროპიკული შტორმი „ისაიასი“ უახლოვდება

აშშ-ს ტროპიკული შტორმი „ისაიასი“ უახლოვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრზე (NHC) დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრის პროგნოზით, შტორმი დღეს დომინიკის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილს მიაღწევს, შაბათ-კვირას კი ის ფლორიდას მიუახლოვდება.

არსებობს ორი ვარაუდი, პირველი: ფლორიდის დასავლეთ სანაპიროზე სუსტი ქარიშხალია მოსალოდნელი და მეორე: შტატის აღმოსავლეთ მხარეს ბევრად უფრო ძლიერი შტორმი დაატყდება თავს, რომელიც შემდეგ კაროლინას შტატისკენ დაიძვრება.

ტროპიკული ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება გაიცა პუერტო რიკოსთვის, აშშ-სა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებისთვის, დომინიკის რესპუბლიკის მთელი ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროებისა და ჰაიტის ჩრდილოეთ სანაპიროს ნაწილისთვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს