ნათია თურნავა - „ფრონტერას“ ყველა მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს  საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, უსუსური და არაფრის მომცემია

„ფრონტერას“ ყველა მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, უსუსური და არაფრის მომცემია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულება აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე არ შეწყვიტა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის ყველა პრინციპული მოთხოვნა მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ და გვქონდა სრული შესაძლებლობა, „ფრონტერასთან“ მოგვეშალა კონტრაქტი, რადგან ვერ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და არსებითად დაარღვიეს ხელშეკრულება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია დარჩეს თავისი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, სადაც წარმოებს მოპოვება და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები კონტრაქტით დადგენილ ვადებში. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ძალიან ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ვუფრთხილდებით იმ საინვესტიციო გარემოს, იმ იმიჯს, რაც გააჩნია საქართველოს.

„ფრონტერას“ ყველა მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, არის უსუსური და არაფრის მომცემი. „კომპანიის ასეთი მცდელობებით მორიგი შედეგი დადგება ის, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი, ზოგიერთი კონგრესმენი, რადგან არასწორი, მცდარი ინფორმაცია იქნება მათთვის მიწოდებული „ფრონტერასა“ და მათი ლობისტების მხრიდან“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ,23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა