შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ფეხბურთელის ადვოკატი - ირაკლი წაქაძე ჯგუფურად ძალადობის მუხლითაა დაკავებული და საგამოძიებო უწყებები მას სხვა მუხლით არ ედავებიან

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ფეხბურთელის, ირაკლი წაქაძის ადვოკატის გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯგუფურად ძალადობის მუხლით არის დაკავებული და საგამოძიებო უწყებები მას სხვა მუხლით არ ედავებიან.

მისივე თქმით, ირაკლი წაქაძის მიმართ სხვა მუხლების წაყენება არარეალურია.

„კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ირაკლი წაქაძეს ნამდვილად არ უჭირავს არც ბლაგვი საგანი და არც არავის არ ურტყამს, სათვალთვალო ვიდეოკამერიდან ამოღებული ფირიც არაფრისმანიშნებელია იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ურტყამს და რას ურტყამს. ეს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმაც და პროკურატურამაც კარგად იცის. გიორგი წაქაძე დაკავებულია მხოლოდ ჯგუფურად ძალადობის მუხლით, სხვა არანაირი მუხლით მას არც პროკურატურა და არც სხვა საგამოძიებო უწყებები არ ედავება და ვერც შეედავება იმიტომ, რომ ფაქტობრივად რეალობაში არ არის ეს და ტყუილად სხვა მუხლებით, რომ ბრალი წაუყენონ, ეს არანაირ კონტექსტში არ ჯდება“, - განაცხადა ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში.

ცნობისთვის, 19 ივნისს გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს