"სტრატეგია აღმაშენებელმა" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

"სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში სიციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. მან მხარდამჭერებს წინასაარჩევნო დაპირებები გააცნო.

"საქართველოში 4 წელიწადში ტურისტების რაოდენობას გავზრდით 22 მილიონ ტურისტამდე და ისინი მოიტანენ შემოსავალს ყველა სოფელში. "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის დაპირებაა 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება, საქართველოში ბიზნესი მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს. ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ამ ქვეყანაში საბანკო მონოპოლიები. არ არსებობს ბიზნესი განვითარდეს, თუ 15-20 ან 30 პროცენტიანი სესხის გადახდა უწევს ქართულ ბიზნესს. სწორედ ეს ანტიმონოპოლიური საბანკო კანონმდებლობა იქნება ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში წარადგენს. "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის დაპირებაა, რომ ყველა პენსიონერს 2020 წლის დეკემბერში უსამართლოდ მაღალი 36-დან 40 პროცენტამდე სესხის პროცენტი ჩამოეწერება სრულად. ჩვენი დაპირებაა, რომ 2021 წლიდან საქართველოში წამლები გაიაფდება მინიმუმ 30 პროცენტით, ამის პირობას გაძლევთ, აღარ იქნება არც ერთი მონიპოლისტური ფარმაცევტული კომპანია“, -აცხადებს ვაშაძე.

იხილეთ ვიდეო:"სტრატეგია აღმაშენებელმა" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს