ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - ხედავთ, რომ ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, ქვეყანაში უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყებით და თუკი სიტუაცია გაუარესდება, ხელისუფლება კარანტინის ხელახლა დაწესებას არ დააყოვნებს.

„ვფიქრობ, ხედავთ, რომ ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყანაში უსაფრთხოების დასაცავად და იმისთვის, რომ ამ ტალღის ჩვენს ნაპირებამდე მოღწევა აღვკვეთოთ,“- აღნიშნა მეთ ჰენკოკმა Sky News-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევები მხოლოდ ესპანეთში არ იზრდება.

„ეს მხოლოდ ესპანეთს არ ეხება, კიდევ ბევრი ქვეყანაა, სადაც შემთხვევები მატულობს და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ,“- აღნიშნა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ესპანეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი დაწესდა. აღნიშნულ ნაბიჯს ოფიციალური მადრიდის უკმაყოფილება მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო:ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - ხედავთ, რომ ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, ქვეყანაში უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა