შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტის ადვოკატის განცხადებით, საბა ჭანკვეტაძის მანქანა რუსთავის ბაზრობაზე იყო გაჩერებული, ამდენად, შემთხვევის ადგილზე ვერ იქნებოდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი საბა ჭანკვეტაძის ადვოკატის მუხრან ღურწკაიას განცხადებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მანქანა შემთხვევის ადგილზე ფიგურირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ღურწკაიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მანქანა ფიზიკურად ვერ იქნებოდა შემთხვევის ადგილზე ვერც მანამდე და ვერც მერე, რადგან ავტომანქანა რუსთავის ბაზრობაზე გასაყიდად იყო გაყვანილი.

„მედიასაშუალებებში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებით, რომ ვითომდა მისი მანქანა ფიგურირებს ამ ფაქტთან დაკავშირებით და მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მისი მანქანა საერთოდ არ ფიგურირებს იმ შემთვევის ადგილზე არც შემდეგ და არც მანამდე, რადგან მას ავტომანქანა გასაყიდად გაყვანილი ჰყავდა რუსთავის ავტობაზრობაზე და შესაბამისად, იქ ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა. გამოძიებას შეუძლია ამოიღოს ვიდეომასალები, რომ ნამდვილად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა გაჩერებული იყო რუსთავის ავტობაზრობაზე იმისთვის, რომ გაეყიდა. ამიტომ ინფორმაცია, რომელიც მედიასაშუალებებში გავრცელდა არ არის სწორი ინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს.

რაც შეეხება გუშინდელ საგამოძიებო მოქმედებებს, გუშინ ჩატარდა სრულად ის მოქმედებები, რაც გამოძიებას სჭირდებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, მათ შორის არც ჩხუბის დროს და არ იცნობს არც ანა გაბეჩავს და არც გიორგი შაქარაშვილს, ის იცნობს სხვა მონაწილეებს, მისი ბავშვობის მეგობრები არიან, ესენი არიან დაკავებულები: ჟვანია, გაგნიძე და მახარაძე. ასევე დაჩი ბუაძე არის მისი ბავშვობის მეგობარი და ეს ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ სრულად გამოძიებას“, - განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

ცნობისთვის, 19 ივნისს გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო