ადვოკატთა ასოციაციასა და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ასოციაციის წევრი ადვოკატები „ევექსი კლინიკების“ ქსელში მათზე მორგებული სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პაკეტით ისარგებლებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობთ, პაკეტი მოიცავს ფასდაკლებებს ლაბორატორიულ, დიაგნოსტიკურ და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე, მათ შორის, ექოსკოპიაზე და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. ფასდაკლება ვრცელდება სტომატოლოგიურ მომსახურებაზეც.

ასოციაციის მოქმედ 5000-მდე ადვოკატს სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ, საქართველოს 6 რეგიონში, „ევექსი კლინიკების“ 32 კლინიკაში და ნიუ დენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში.

„ევექსი კლინიკები“ ზრუნავს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე და ბევრ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ამ მიმართულებით, ხოლო ადვოკატთა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია თითოეული წევრის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, ევექსის და ასოციაციის თანამშრომლობით შემუშავდა სამედიცინო პაკეტი, რომელიც მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან კვლევას ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის პროგრამებისა თუ სხვა სამედიცინო მომსახურებების მისაღებად.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია