2019 წელს საქართველოში 208  ბაზარი და ბაზრობა ფუნქციონირებდა, სადაც საშუალოდ დღეში 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა

“საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 208 ბაზარი და ბაზრობა ფუნქციონირებდა, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა.

2019 წელს მოქმედი ბაზრობების 37,0 პროცენტი გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 32,7 პროცენტი ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), 30,3 პროცენტი - ნახევრადგადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც).

ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრობების ტერიტორიაზე ვაჭრობა ხდებობდა როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით. კერძოდ, ბაზრობების 32,2 პროცენტი ვაჭრობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ-ერთ ბაზრობაზე მიმდინარეობს მხოლოდ სასურსათო საქონლით ვაჭრობა; სამი ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში იყიდება როგორც ფრინველი, ისე პირუტყვი. საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 163 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 19 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.

„საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 55,7 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 45,1 ათასი კაცი ვაჭრობს.

2019 წელს ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ საწარმოებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,0 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 33,8 პროცენტი ქალია. დასაქმებულთა 46,4 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის, დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება”,-აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.

ასევე, 2019 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 166,5 მლნ. ლარი შეადგინა.

„ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 50,4 მლნ. ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 30,3 პროცენტს შეადგენს. 63,3 პროცენტს შეადგენს შემოსავლები სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, ხოლო 6,4 პროცენტი - სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება. 2019 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 99,6 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 29,3 მლნ. ლარია”,-აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს