ნათია თურნავამ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით მხარდაჭერილი საწარმო გახსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში კომპანია „ალუტექ ჯორჯიას“ საწარმო გახსნა, რომელიც მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში 700,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და თავდაპირველად 15 ადამიანს დაასაქმებს, თუმცა გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

ნათია თურნავა ახალი საწარმოს მუშაობას გაეცნო, რომელიც პროდუქციას, თავდაპირველად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. საწარმო გამოუშვებს ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის პროდუქციას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების გახსნა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. განახლებული პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ შესაძლებელი გახდება უფრო მეტი საწარმოს მხარდაჭერა. რაც შეეხება სამშენებლო მასალათა ბაზარს, ის ძალიან პერსპექტიულია - ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი რესურსი, ასევე მოთხოვნა ჩვენს ბაზარზე და ექსპორტის დიდი პოტენციალი“, - განაცხადა მინისტრმა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრთან ერთად, საწარმოში იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა