ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სექტორს ვამზადებთ, რომ შევძლოთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას გავუმკლავდეთ

ჩვენ ვცდილობთ და ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს იმისათვის, რომ ჩვენს ჰოსპიტალებში შევძლოთ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორი ვირუსის დინამიკას აკვირდება.

„პერიოდულად ჩვენ ვხედავთ, რომ ვირუსის ნიშნები საკმაოდ დაბალია. ჩვენი ეპიდემიოლოგები და სამედიცინო პერსონალი დღეს არსებულ მდგომარეობას სრულად უმკლავდებიან, ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვაკვირდებით, რომ საქართველოში არის სიკვდილობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმები შეძლებენ გაუმკლავდნენ ვირუსის მძიმე ფორმებსაც. ჩვენ ვცდილობთ და ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს იმისათვის, რომ შევძლოთ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას ჩვენს ჰოსპიტალებში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ჩართულია რეგულირების სააგენტო და ხდება მონიტორინგი, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ინფექციის მატებასთნ ერთად, საქართველოში ყველა ჰოსპიტალი რომ შეძლებს და მიიღებს პაციენტებს,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს