დავით მათიკაშვილი - პროვოკაციული დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს ვერ დააზიანებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პროვოკაციული დავა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს ვერ დააზიანებს. აღნიშნულის შესახებ მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საერთაშორისო არბიტრაჟში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ დაწყებულ დავას გამოეხმაურა.

„პირველ რიგში, ანაკლიის პროექტის განხორციელების მსურველი ქართული სახელმწიფო საქართველოა. საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. საზოგადოებას დეტალები კარგად ახსოვს, კერძოდ, სახელმწიფოსა და კონსორციუმს, სახელმწიფოსა და ხაზარაძეს შორის ურთიერთობის, როცა ვადის გადაწევა არაერთხელ მოხდა, სადაც პირდაპირ იყო მითითება, რომ პროექტის განხორციელებისთვის ინვესტიციები სწორედ მამუკა ხაზარაძესა და კონსორციუმს უნდა განეხორციელებინათ. თავის მხრივ, სახელმწიფომ მის წინაშე აღებული ყველა ვალდებულება ზედმიწევნით შეასრულა, კონსორციუმმა კი ვალდებულებები დაარღვია.

სახელმწიფო, მისი საინვესტიციო პოლიტიკა ქმნის მაქსიმალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მომხიბვლელი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ინვესტიციებისთვის. რაიმე სახის პროვოკაციული დავა გავლენას ამაზე ვერ მოახდენს,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო