საქართველოში ახალი პროფესია ჩნდება – ახალგაზრდული მუშაკის მოსამზადებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასერტიფიკატო პროგრამაზე კანდიდატების მიღება დაიწყო

„ახალგაზრდობის სააგენტოს“ ინფორმაციით, საქართველოში, პირველი, სახელმწიფოსაგან აღიარებული „ახალგაზრდული მუშაკის“ მოსამზადებელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (EQE.GE) მიერ აკრედიტირებული პროგრამა შეიქმნა, რომელიც პირველ ეტაპზე, არაფორმალური განათლების მიმწოდებელ, არსებულ პრაქტიკოს ახალგაზრდულ მუშაკებს გადაამზადებს, აუმაღლებს მათ კვალიფიკაციას, განუვითარებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს.

ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და ხელს უწყობს ახალგაზრდული მუშაკების ახალგაზრდებთან ეფექტურ მუშაობას და მათთვის საჭირო კომპეტებციების გადაცემას.

„ახალგაზრდული საქმიანობის მეთოდოლოგია ეფუძნება ევროკავშირის ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას, რომლითაც ევროკავშირის ქვეყნები ბოლო ათწლეულებია ხელმძღვანელობენ, როგორც ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდების საუკეთესო თანამედროვე მოდელი.

პროფესიულ ახალგაზრდულ საქმიანობას „ახალგარზდული მუშაკი“ ახორციელებს, რომელიც არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებს ევროკავშირის მიერ აღიარებულ 8 საკვანძო კომპეტენციას გადასცემს და ასევე იმ უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში ეხმარება, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობისთვის და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის.

„ახალგაზრდული მუშაკის პროფესიონალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია“, სააგენტოს სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულებაა და ამასთან საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ნაწილია.

„პროფესიული ახალგაზრდული საქმიანობის“ რეფორმა ითვალისწინებს: საქართველოში ახალგაზრდული მუშაკის აღიარებულ პროფესიად ჩამოყალიბებას; პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკების პროფესიულ გადამზადებასა და ხარისხზე ორიენტირებული ახალგაზრდული საქმიანობის არეალის გაფართოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ახალგაზრდული მუშაკის მომზადების პირველ სახელმწიფოსაგან აღიარებულ სასერტიფიკატო პროგრამაზე კანდიდატების მიღება 30 ივლისიდან დაიწყო და 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

აღნიშნულ კურსზე სააგენტო პირველ ეტაპზე იწვევს პრაქტიკოს ახალგაზრდულ მუშაკებს საქართველოს ათ რეგიონში.

შერჩევის კრიტერიუმებია: ასაკი: 21 +; განათლება: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; გამოცდილება: ბავშვებსა და/ან ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (რომელშიც იგულისხმება არაფორმალური შეხვედრების, სპორტული, შემეცნებითი, კულტურული, სამოქალაქო და სხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება); მაღალი მოტივაცია. კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 30 პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკი კურსზე ჩარიცხული პრაქტიკოსი კანდიდატები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ გადამზადების 6 თვიან პროგრამას სახელმწიფოსაგან აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ“,-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული იხილეთ: bit.ly/306Q65X

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა