ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ღლონტის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდების მხარე ამოღებულ ვაზნებზე დანიშნული ექსპერტიზის შედეგს ელოდება და ამის შემდეგ მოხდება ბრალის წარდგენა.

„ჩემი ინფორმაციით, ბრალდების მხარე, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება ამოღებული ვაზნების ვარგისიანობის თაობაზე, ამის შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ დღეს მოხდება ბრალის წარდგენა, ალბათ, რამდენიმე საათში გაირკვევა ეს საკითხი. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას, ეს გაირკვევა მას შემდეგ, რაც ბრალდების დადგენილებას გავეცნობით. დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა წერეთელმა.

გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი ღლონტმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც 1968 წელს დაბადებული ლერი სულაბერიძე მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა