სერგო ჩიხლაძის შეფასებით,"სტრატეგია აღმაშენებელი" ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც გაწერილი და გამოქვეყნებული აქვს ქვეყნის განვითარების მიმართულებები

ჯანდაცვის ექსპერტი, "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ მათი გუნდი ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს. მისი შეფასებით, სხვადასხვა კვლევებით პარტიას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. "სტრატეგია აღმაშენებელი" ამ წუთას არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც გაწერილი და გამოქვეყნებული აქვს გეგმები, ქვეყნის განვითარების მიმართულები.

„ეს შემუშავებულია ჩვენი, უცხოელი ექსპერტების, სპეციალისტების, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. სწორედ ამის გამო გავხდი პოლიტიკური პარტიის წევრი. ვფიქრობ, გიორგი ვაშაძის პრაქტიკული გამოცდილება, ცოდნა, საქართველოსა და საზღვარგარეთ გაკეთებული რეფორმები, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" განახლებულო გუნდი იქნება იმის საწინდარი, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი სიტყვა ითქვას. არჩევნების შემდეგ დაიწყება კონკრეტული რეფორმები ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის მიზნით. მე ვარ უკვე "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი. შესაბისად, ვიქნები არა მხოლოდ ექსპერტი, არამედ როგორც პოლიტიკაში ჩართული ადამიანი. სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად ძირითადი მიმართულება იქნება პროგრამების შემუშავება. არჩევნებზე ბოლო კვლევით საკმაოდ კარგი ბაზისური შედეგი გვაქვს. წინა კვლევებს თუ შევადარებთ, სხვა პარტიებისგან განსხვავებით ამ პროცენტებში ნამატი არის. გარდა ამისა, ჩვენ სოციოლოგიურ კვლევებსაც ვაწარმოებთ და გვაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძის "სტრატეგია აღმაშენებლის" რეიტინგი მზარდი და მაღალია", -განაცხადა ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა